ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელი, როგორც დაზარალებულს, გამოკითხავს - ლევანმა არაერთხელ დაასახელა ის პირები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობას იღებდნენ

ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ დაასახელა უშუალოდ ის პიროვნებები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობას იღებდნენ - ე.წ. „ხარება“ და ვინც წამების ამსახველ ვიდეო კადრებს იღებდა, გოგა მემანიშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის გამომძიებელი, ლევან ხაბეიშვილს დაზარალებულის სტატუსით გამოკითხავს.

„11:00 საათზე, ლევან ხაბეიშვილთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, პროკურატურის გამომძიებელი შევა და მას როგორც დაზარალებულს, გამოკითხავს. ამ პროცესს მეც დავესწრები.

ჩვენ გახსოვს, რომ ლევანს 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ და არცერთი პირი, რომლებმაც ეს წამება შეუკვეთეს და დააორგანიზეს დასჯილი არ არის.

ლევანმა არაერთხელ დაასახელა უშუალოდ ის პიროვნებები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობას იღებდნენ - ე.წ. „ხარება“ და ვინც წამების ამსახველ ვიდეო კადრებს იღებდა, გოგა მემანიშვილი. ამის შესახებ ლევანმა, მასზე ძალადობიდან, პირველივე დღეებში განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან, მაგრამ დღემდე ეს პირები დასჯილი არ არიან“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს დაზარალებულის სტატუსით გამოკითხავს.

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა