პრემიერი - გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის  50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ.

„ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს