10 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყნეთის რეზერვუარზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოების ხვალ, 10 ივნისის დილის 11:30 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 ივნისს, დღის 11:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში - წყნეთში, ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, საირმის, მერაბ კოსტავას, ქეთევან წამებულის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ლესელიძის, გიორგი ლეონიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ქეთქეთების, სოფიკო ჭიაურელის, მძლეთის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, იოსებ გრიშაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, გიორგი სააკაძის, თამარ მეფის, დიდგორის, ლადო გუდიაშვილის, მაია წყნეთელის, სოხუმის, მწვანეს და გაგრის ქუჩებს, "ა" ზონას, გიორგი შერვაშიძის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნიკო ფიროსმანის, იაკობ გოგებაშვილის, წყნეთის, დავით აღმაშენებლის, ევროპის, 9 აპრილის, ცოტნე დადიანის, დიმიტრი თავდადებულის, ილიკო სუხიშვილის, ბათუ კრავეიშვილის, იფნის ბაღის, ალუბლების, ვაშლის ბაღების, ერეკლე მეორეს, ლადო ასათიანის და ნიშის ბაღების ქუჩა N1-31, N2-54.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და „ფეისბუქის“ საშუალებით.