კახა კალაძე - ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ - მზად ვართ, ვისაუბროთ, თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის

ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ, მზად ვართ, ვისაუბროთ, თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით - საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 11 ივნისს ევროკომისიაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის შეფასებით, აღნიშნული საკითხით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი კვლავ გრძელდება.

„შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად. წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის პროცესით მუდმივად აშანტაჟო ქვეყანა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, მუდმივად შეურაცხყოფა გვაყენოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არ ვიცი, ტექნიკურ შეხვედრაზე საუბარი რაზე იქნება, თუმცა ვისმენთ იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული.

როდესაც საუბარია რეკომენდაციებზე, მაგალითისთვის, იყო მოწოდებები, თითქოს გამჭვირვალობის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს და უნდა იყოს გაუქმებული. თუ მოგისმენიათ ერთი კონკრეტული განმარტება, რატომ არის აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემური და რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს? არანაირი განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა, მეტიც - ევროპული ქვეყნები თავად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება თავიანთ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის. როდესაც ამ ტიპის მოწოდებებს აკეთებ, ეს მეგობრობა არ არის, როდესაც მოგიწოდებენ და რეზოლუციებს იღებენ, რომ შეუერთდე სანქციებს, რომლებიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, როდესაც მოგიწოდებენ გახსნა მეორე ფრონტი, ეს მეგობრობა არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი