დიმიტრი პესკოვი - ევროპელები ომის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებული და არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის  შუამავლობისთვის მზად არ არის

ევროპელები ომის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებული და არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მთავარი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ევროპელები ბევრად უფრო მეტად არიან ორიენტირებული ომის გაგრძელებაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მზად არ არის.

„რაც შეეხება ევროპელების შუამავლობის როლს, ისინი ამისთვის მზადყოფნისგან შორს არიან. შუამავლობის დაწყება რუსეთისთვის რაიმე სახის წინაპირობის წაყენებით ალოგიკურია და ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს