პროკურორი - თუკი ვინმეს კიდევ სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება

თუკი, კიდევ ვინმეს სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

ის განმარტავს, თუ როგორ მოხდა 12 ბრალდებულიდან 4 პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

“8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით და როგორც მათ დავპირდით, ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. რვავე მათგანს 3 წლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რაც მათ პირობითად ჩაეთვალათ 3 წლით გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხებათ სხვა ბრალდებულებს, თუკი, კიდევ ვინმეს სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება. თუმცა, ეს აღიარება ნებაყოფლობითი და გულწრფელი უნდა იყოს. როგორც კი ასეთი რამ გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ მათთანაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე... საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს განაჩენამდე, თუმცა, მიზანშეწონილია, თუკი, ვინმეს სურს, აღიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე”, - განაცხადა ხინთიბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება