ლევან ხაბეიშვილი - „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ - თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!

„გამოძიებობანას“, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და ბობოლებს ხელს აფარებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამი, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლის მიერ მის დაკითხვას ეხმაურება.

როგორც ხაბეიშვილი წერს, მისი წამების საქმეზე სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადეს.

„ხარება“ და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში, ასევე, არიან მაშინდელი სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა, ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!

ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები“, - წერია ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს გადასცა.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა.

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა