ვოლოდიმირ ზელენსკი - ხანგრძლივი მშვიდობისკენ გზაზე პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს

ხანგრძლივი მშვიდობისკენ გზაზე პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ტალინში ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ლიდერების დონეზე შეხვედრა შედგეს. რა თქმა უნდა, უკრაინის, რუსეთისა და ევროპის მონაწილეობით. სასურველია, რომ ევროპისა და აშშ-ის მონაწილეობით. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომისგან ევროპული ქვეყნებიც ზარალდებიან, კერძოდ დრონების გამო.

„ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი კონტინენტია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხვალ უსაფრთხო ცხოვრება გვექნება. სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. უკრაინას ამის ნება აქვს, ვნახოთ ექნება თუ არა რუსეთს მსგავსი ნება. მათ ჯერჯერობით ეს არ უჩვენებიათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს