სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ აღინიშნება, რომ ბიზნესმენისა და პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.

მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა იქნა შერჩეული.

შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდა, ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს