პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება

სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები ეტაპობრივად დაინერგება.

პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით “ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც პარლამენტს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარუდგინა.

კანონპროექტი სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების განმავლობაში, ცალკეული კლასებისა და საგნების მიხედვით.

პროექტის თანახმად, 2028 წლის 1 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით განახორციელონ.

სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება