“საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი 2027 წლის ნაცვლად, 2030 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

“საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი 2027 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2030 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

აღნიშნული კანონის ამოქმედების თარიღის შეცვლის ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.

როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილების მომზადება ევროკომისიის დირექტივას უკავშირდება, რომლის იმპლემენტაციისთვის და ქართულ კანონმდებლობაში დანერგვისთვის კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა გახდა საჭირო.

მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნება საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება.

ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს