ბათუმში 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საუბარია 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაზე, რომელსაც ქუჩაში რამდენჯერმე ესროლეს.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს