აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა - ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები დასრულებულია

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დაასრულეს ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები, რომელიც ამერიკული Apache-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.

„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს ზუსტი საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს. დარტყმები აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან განხორციელდა“, - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმები წარმოადგენს „პროპორციულ პასუხს“ რეგიონულ წყლებში აშშ-ის ძალებსა და საერთაშორისო გემებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებზე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს