აბას არაღჩი - ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არცერთ თავდასხმას ან საფრთხეს უპასუხოდ არ დატოვებს - თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი

ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის მიუხედავად, აშშ-მა ჩვენი სიმტკიცის გამოცდა გადაწყვიტა, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არცერთ თავდასხმას ან საფრთხეს უპასუხოდ არ დატოვებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. სპარსეთის ყურის ისტორია მრავალ თავს მოიცავს შემოჭრილი გარეშე პირების სავალალო ბედის შესახებ“, - აცხადებს არაღჩი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტს დაარტყეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს