ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს - სირენების ხმა ისმოდა ქუვეითშიც

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს, სადაც აშშ-ის ძალები არიან განლაგებულები.

CNN-ის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ალ-აზრაკის ბაზისკენ შორი მოქმედების მყარი საწვავის რაკეტები ისროლეს.

ამასთან, ქუვეითის არმიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სირენების ხმა ისმოდა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდეს.

„ამჟამად ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრულ საჰაერო სამიზნეებს დამტკიცებული ოპერატიული პროცედურების შესაბამისად იგერიებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს