ბელფასტში, დანით თავდასხმის შემდეგ, მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო

ბელფასტის ქუჩებში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც სუდანელი მამაკაცი დანით თავს დაესხა 40 წლამდე მამაკაცს და სახის არეში მძიმე ჭრილობები მიაყენა.

მომიტინგეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ზოგიერთ ადგილას აქცია მშვიდობიანი იყო, ზოგან კი - ძალადობასა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის აღმოსავლეთ ბელფასტში ერთ ავტობუსს, ცეცხლი წაუკიდეს. BBC-ის ცნობით, 100-მდე ნიღბიანი მომიტინგისგან შემდგარმა ჯგუფმა ბელფასტის აღმოსავლეთით მდებარე ქუჩაზე სახლების კარები შეამტვრია და ფანჯრები ჩაამსხვრია.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობრივი სცენები დაგმეს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, დანით თავდასხმა ორშაბათს მოხდა და სუდანის 30 წლის მოქალაქეს ბრალი მკვლელობის მცდელობის, საჯარო ადგილას დანის ტარებასა და მკვლელობის მუქარისთვის წაუყენეს. დღეს ის ბელფასტის სასამართლოს წინაშე წარდგება. თავდასხმა დაგმო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და მომხდარი ამაზრზენ ფაქტად შეაფასა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს