სს „ბანკი ქართუს“ თელავის სერვისცენტრი - კახეთის განვითარების საიმედო პარტნიორი

სს „ბანკი ქართუს“ თელავის სერვისცენტრი გადავიდა ახალი კონცეფციით გარემონტებულ შენობაში, მისამართი - ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. # 6.

„ბანკი ქართუს“ სერვისცენტრი ქალაქ თელავში პირველად 2010 წელს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე იგი აქტიურად მონაწილეობს, როგორც თელავის, ისე მთლიანად კახეთის რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ბანკმა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რითაც ხელი შეუწყო რეგიონში ბიზნესის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ბანკი ქართუ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც რეგიონის პოტენციალის სრულად ათვისებასა და მდგრად განვითარებას ემსახურება. ბანკის მხარდაჭერით არაერთმა მეწარმემ შეძლო საქმიანობის გაფართოება, ახალი პროექტის განხორციელება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მოცულობის გაზრდა.

ბანკი ქართუ ორიენტირებულია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაზე. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ადგილობრივ წარმოებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმის განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რომელიც რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

თელავის სერვისცენტრი წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორისთვის სანდო ფინანსურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო არჩევანით.

ბანკი ქართუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის ანაბრების ეფექტურ მართვას. ბანკი უზრუნველყოფს დანაზოგების უსაფრთხო განთავსებას, კონკურენტულ პირობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რაც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური რესურსების ზრდისა და გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევაში ეხმარება.

ბანკი ქართუ მომალშიც გააგრძელებს კახეთის რეგიონის მხარდაჭერას და იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციების დანერგვისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 30 წლიანი გამოცდილება და განვითარებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა სს “ბანკ ქართუს” საქართველოსა და კონკრეტულად კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ პარტნიორად წარმოაჩენს.

(R)

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება