The Guardian - იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა

იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, იემენის სანაპიროსთან სატვირთო გემს პატარა ნავი მიუახლოვდა, საიდანაც გემს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

მათივე თქმით, ნავს სატვირთო გემის დაცვამ საპასუხო ცეცხლი დაუბრუნა და თავდასხმა მოიგერია.

„ცეცხლის გაცვლის შემდეგ ნავი უკან გაბრუნდა“, - განაცხადა UKMTO-მ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ორშაბათს იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაახლებდნენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს