ვიკა ფილფანი - “ნაცმოძრაობა” ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება, მერე ისევ იჩხუბებს, ისევ შერიგდება - მათ პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს

ამ ხალხს ერთმანეთისთვის დაძახებული აქვს, რომ არიან მოღალატეები და გაყიდულები - ამაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჰკითხოთ “ქართულ ოცნებას“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, როგორ ეხმარებოდნენ 2018 წლის შემდეგ “ნაცები” არჩევნებში და ამაზე კიდევ უფრო მეტი დეტალი ცნობილი გახდება მომავალში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება - მერე ისევ იჩხუბებს, მერე ისევ შერიგდება.”

“ნაცმოძრაობა” ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება, მერე ისევ იჩხუბებს, მერე ისევ შერიგდება. ამ ხალხს ყველას ერთმანეთისთვის დაძახებული აქვს, რომ არიან მოღალატეები და გაყიდულები. ამაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჰკითხოთ „ქართულ ოცნებას“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, როგორ ეხმარებოდნენ 2018 წლის შემდეგ “ნაცები” არჩევნებში და ეს კიდევ უფრო მეტო დეტალი ცნობილი გახდება მომავალში.

პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის ამ წუთას რა პროცესები მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაში” და ალიანსში. შესაბამისად, რაიმე მოლოდინებზეც არ ვისაუბრებ, რადგან საერთოდ არანაირი მოლოდინი არ შემიქმნია იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელიც არ მაინტერესებს”, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ამავე თემაზე საუბრისას ფილფანმა აღნიშნა, რომ “პროცესი, რომელშიც შესულია „ქართული ოცნება“ და “ნაცმოძრაობა” და რა პროცესიც მიმდინარეობს 2018 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად აზიანებს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.”

ფილფანის თქმით, ოპოზიციამ პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს საკუთარ ამომრჩეველს და მათ ინტერესებს.

“ოპოზიცია ჩემი და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო არ არის, რადგან ქვეყანა და ქართველი ხალხი დღეს გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მათ პირველ რიგში პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს და გაითვალისწინონ მათი ინტერესები. იმედია, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებას დაიწყებენ”, - განაცხადა ფილფანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს