Reuters - შვედეთში მამაკაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

შვედეთში მამაკაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 34 წლის მამაკაცია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილს წვდომა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდა.

„ეჭვმიტანილმა ინფორმაციის გადაცემა 2025 წლის ნოემბერში მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სცადა“, - განაცხადა პროკურორმა მატს ლიუნგკვისტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს