12 ივნისს, „დინამო არენაზე“ დაგეგმილი კანიე ვესტის კონცერტის გამო, თბილისის მეტრო და ასევე ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ

12 ივნისს, „დინამო არენაზე“ დაგეგმილი კანიე ვესტის კონცერტის გამო, თბილისის მეტრო და ასევე ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის ღამის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, 12 ივნისს, 07:00 საათიდან საავტომობილო გადაადგილება ასევე შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე.

„როგორც იცით, 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ დაგეგმილია კანიე ვესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მსმენელებს შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და ასევე ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ, მგზავრებს 13 ივნისის ღამის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისს, 07:00 საათიდან საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე.

პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველის და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენის“ მთავარ შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“,- განაცხადა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს