პრემიერი - ამერიკის პრეზიდენტი არამარტო საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში - ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს, ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი

თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის, იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ დროს, მისი პარტიის წევრები გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„თავად ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ბატონ სი ძინ პინს, მან ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, ეს არის მოცემულობა და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები, წარმოიდგინეთ, გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი და ამას მე მგონი, მაინცდამაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება.

იგივე ეხება ევროკავშირს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება