ირაკლი კობახიძე - რაც აშშ-სთან წლების განმავლობაში გვქონდა, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე - გთხოვთ, არ გააგებინოთ ჯო უილსონს ამ ბრიფინგის შესახებ, ინერვიულებს, ასაკი ისეთი აქვს, მისი ნერვიულობა არ შეიძლება

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და შედეგები. ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად ამერიკის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ კუთხით საქართველოს მიმართ ობიექტური კრიტიკა ვერ ექნება.

„პირველ რიგში, გთხოვდით, რომ არ გააგებინოთ ჯო უილსონს ამ ბრიფინგის შესახებ და ასევე, არ გააგებინოთ იმის შესახებ, რომ მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით. ეს რომ გაიგოს, მე მგონი, ინერვიულებს, თან ასაკიც ისეთი აქვს, რომ მისი ნერვიულობა არ შეიძლება. რაც შეეხება სერიოზულ მიდგომას, ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებშია ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან. ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, ეს ხომ ალოგიკური მოვლენა იქნებოდა.

მე იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ ბოლო შეხვედრაზეც ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები და ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს შინაარსი, უნდა ჰქონდეს თავისი ორმხრივი სარგებელი, თავისი გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

მან, ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო თავისი მასშტაბების პირობებში ძალიან მდგრადია გარე ძალებისა და გამოწვევების მიმართ.

„ძალიან მდგრადები ვართ, ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია, ჩვენი სიმცირის გათვალისწინებით. მაგალითად, ევროკავშირის მიმართ ძალიან მდგრადი ვართ, მათ შორის რეგიონული გამოწვევების მიმართაც მდგრადი ვართ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ესეც არის გამოწვევა და ყველა გამოწვევის მიმართ ჩვენი ქვეყანა არის მდგრადი, რაც არის ძალიან დასაფასებელი იმის გათვალისწინებით, რომ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენი მცირე ტერიტორიით, 38 მილიარდ დოლარიანი ეკონომიკით, ამ პირობებში ჩვენი მდგრადობა გარე ძალების მიმართ არის ძალიან დასაფასებელი. 14 წელია მაგით ვართ დაკავებულები, რომ დავუდგეთ გარე ძალების მავნე გავლენას საქართველოში და ძლივს მოვახერხეთ ამდენი წლის შემდეგ, ბოლომდე განვამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ამ ბრძოლის საფუძველზე მოვახერხეთ ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე დავუდექით გარე ძალების მავნე გავლენას“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება