ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები გადახედვას საჭიროებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები გადახედვას საჭიროებს.

„გასულ ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვაშინგტონთან დიპლომატიურ კურსს უნდა გადავხედოთ. ნებისმიერ დიპლომატიურ პროცესს, სულ მცირე, სტაბილური გარემო სჭირდება“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, აშშ მოლაპარაკებების პროცესს ძირს უთხრის.

„დიპლომატია და ბრძოლის ველი ერთმანეთისგან გამოყოფილები არ არიან. ისინი ერთად ფუნქციონირებენ ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, - აღნიშნა ესმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს