ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლებულებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამი წლიანი პირობითი სასჯელის ვადაში ჩაეთვლებათ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატის, ნანა ფარჩუკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვლებათ იმ სამი წლის პირობითი სასჯელის ვადაში, რაც მათ განესაზღვრათ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს 12 -პირიანი ბრალდების საქმეზე 8 პირის მიმართ დადგა განაჩენი - საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, თითოეულს სამი წლის ვადით პირობითი სასჯელი განესაზღვრათ. მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები დაეთანხმნენ ბრალს, უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები და სასამართლო სხდომის დარბაზიდან ისინი გათავისუფლდნენ. დღეიდან ჩაეთვლებათ მათ პატიმრობაში ყოფნის ვადა იმ 3 წლის ვადაში, რაც მათ სასჯელად განესაზღვრათ - პირობითი სასჯელი სამი წლის ვადით.

რა თქმა უნდა, დაცვის მხარისთვის იყო პრიორიტეტული ის სასჯელის ზომა და სახე, რაც იქნებოდა საბოლოო შედეგად მიღებული. ჩვენი სურვილი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულიყვნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და შეთავაზება იყო აღიარების სანაცვლოდ, პირობითი სასჯელით დასრულებულიყო ეს სამართლებრივი დავა და არსებითი განხილვის გარეშე გამოსულიყო გადაწყვეტილება“,- განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება