FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთი ისევ იმ საერთო ემოციად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს, როგორც მაშინ, საქართველო რომ ევროპაზე გავიდა. როცა მთელი ქვეყანა ერთ ეკრანს უყურებდა, ერთად ყვიროდა და თითოეულ გოლს ერთად ზეიმობდა. ახლა კი, FIFA World Cup 2026-ის წინ, McDonald’s საქართველო სწორედ ამ განწყობის საქართველოში გადმოტანას იწყებს.
გლობალური პარტნიორის სტატუსით, McDonald’s FIFA World Cup 2026-ს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებით და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით ხვდება.
წლევანდელი ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება და კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ იმ ენერგიის გაზიარებაა, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე ემოციურ მოვლენად აქცევს. კამპანიაში მონაწილეობენ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და ლეგენდები: Lamine Yamal, Son Heung-min, Thierry Henry, David Beckham და Ronaldinho. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნება მათი გამოსახულებებით გაფორმებული საკოლექციო ჭიქებიც.

McDonald’s საქართველოს კამპანია კი ადგილობრივ გამოცდილებას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი, მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ისამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი და გულშემატკივრებს ადგილზე ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. აქტივობის მთავარი გამოწვევა იქნება „გაუტანე გრიმასს გოლი“, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად მინი ბურთები გადაეცემათ.
მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო სრულად გადმოინაცვლებს მაკის რესტორნებშიც. ყველა რესტორანი მოირთვება FIFA World Cup 2026-ში მონაწილე ქვეყნების დროშების ვიზუალით გაფორმებული გირლანდებით, რითაც სტუმრებს საფეხბურთო განწყობა მაკდონალდსის ყველა რესტორანში დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში გადაიბრენდება კიოსკებიც, ხოლო ყველა დრაივიან რესტორანში სპეციალურად მოეწყობა ბრენდირებული დრაივის თაღი.
განსაკუთრებული საფეხბურთო ვიზუალით იქნებიან წარმოდგენილი მაკის თანამშრომლებიც, ყველა რესტორანში ქეთო თემატური კოსტიუმებით მოემსახურება სტუმრებს. შერჩეულ რესტორნებში კი სპეციალური სათამაშო მოედნებიც განთავსდება, სადაც ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.
კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ციფრული გამოცდილებაც. FIFA-ს მსოფლიო თასის ფარგლებში მაკის აპში განსხვავებული აქტივობები დაგხვდებათ. ერთგული მომხმარებლები ყოველდღიურად ითამაშებენ, შეასრულებენ დღის ჩელენჯებს და მიიღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს. გამოწვევების შესრულებისას შეთავაზებების მიღების შანსიც იზრდება. მომხმარებლები FIFA-ს მსოფლიო თასის მილების შეძენისას აპლიკაციაში 2X ქულებს მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება FIFA-ს მსოფლიო თასის მილიl საკოლექციო ჭიქებით, ხოლო Happy Meal-ში თემატური ფიგურები. რესტორნებში კი მთელი კამპანიის განმავლობაში ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები და ფანებისთვის შექმნილი გამოცდილებები გაზიარდება.

McDonald’s საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანიის მთავარი მესიჯია: „აი რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“, იდეა, რომელიც აერთიანებს იმ ემოციებს, რის გამოც ფეხბურთი მილიონობით ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. იქნება ეს ღამის მატჩისთვის შეკრებილი მეგობრები, ბოლო წუთზე გატანილი გოლი თუ დილის ყავა თამაშის განხილვისას. მაკი ამ მომენტების ნაწილი ხდება.
FIFA World Cup 2026-ის კამპანია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაგრძელდება და ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ემოციები საქართველოში, საკუთარ ქალაქში და მაკთან ერთად განიცადონ.
(R)