მარია ზახაროვა - ევროკავშირში სომხეთს არ ელიან, იქ მათაც კი არ ელიან, ვინც კანდიდატები იყვნენ - მიზანი ნათელია: ერევნის რუსეთისა და იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ განწყობა, რომლებიც ევროლიბერალური ელიტების ჭკუაზე სიარულისთვის მზად არ არიან

რეალურად, ევროკავშირში სომხეთს არ ელიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება სიტყვებით, განცხადებებითა და გარკვეული ქმედებებით ფორსირებული ტემპით მიიწევდა ევროკავშირისკენ. ელიან მათ იქ? კიდევ რამდენჯერ შეიძლება ეს რიტორიკული კითხვა დავსვათ. ჩემი აზრით, პასუხი ნათელია: იქ მათაც კი არ ელიან, ვინც კანდიდატები იყვნენ. თუ კანდიდატობასთან მიახლოებული სტატუსიც კი არ არის, მაშინ ნათელია, რომ იქ მათ არ ელიან“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „ევროკავშირს ამჟამინდელი სახით სომხეთისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია“.

„ევროკავშირს პარტნიორებისთვის ეკონომიკური სტაგნაციის, აბსოლუტურად უაზრო შეიარაღების რბოლის, სახიფათო საგარეო პოლიტიკის ავანტიურების, მათ შორის, მტრულ, ანტირუსულ და რუსოფობიურ პოლიტიკაში ჩართვის გარდა არაფრის შეთავაზება შეუძლია. ევროკავშირის მიზანი ნათელია: სომხეთის შიგნიდან დაყოფა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკური კავშირების შერყევა, რეგიონში საკუთარი გავლენის გავრცელება, ერევნის რუსეთისა და იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ განწყობა, რომლებიც ევროლიბერალური ელიტების ჭკუაზე სიარულისთვის მზად არ არიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს