გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე, რაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საერთაშორისო განთავსებაა.

UzNIF-ის IPO-მ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტრანზაქციის მოცულობამ 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ უზბეკეთის კაპიტალის ბაზრისთვის ისტორიულ ტრანზაქციაში. UzNIF-ის პირველადი საჯარო განთავსება არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია. გალტ & თაგარტი მომავალშიც გააგრძელებს ინვესტორებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაზიარებას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ UzNIF საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვასა და სამეურვეო ფუნქციას Franklin Templeton ახორციელებს, რაც UzNIF-ს საერთაშორისო გამოცდილებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

(R)

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს