აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

„CENTCOM-ის ძალებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს მთელ ირანში. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსმა, საჰაერო ძალებმა და საზღვაო ძალებმა ზუსტი ჭურვები ესროლეს ირანულ სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდბებ აშშ-ის ძალებს და რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მყოფ საერთაშორისო კომერციულ გემებს“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათი მტკიცებით, დარტყმები ირანის აგრესიის საპასუხო ქმედება იყო.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის, ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული შედეგად, ჰორმოზგანის პროვინციაში, ქალაქ კარგანში, ორი ადამიანი დაშავდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა