ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

„რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში შესვლა-გამოსვლას.

მანამდე, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა განაცხადა, რომ ორ გემზე, რომლებიც „ჰორმუზის სრუტეში არალეგალურად გავლას“ ცდილობდნენ, დარტყმა განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არცერთ ამერიკულ გემზე დარტყმა არ განხორციელებულა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა