დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა დაურეკეს და სთხოვეს, აშშ-ს დაბომბვა შეეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა პირდაპირ მას დაურეკეს და აშშ-ის მიერ დაწყებული დაბომბვის შეჩერება სთხოვეს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

პრეზიდენტმა Fox News-ს ასევე განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია მოიცავდა 49 Tomahawk-ის რაკეტის განლაგებას გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად, რომელთა სამიზნე სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები თეირანიდან დაახლოებით 40 მილის დაშორებით და ირანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, სპარსეთის ყურეში მდებარე პოზიციებზე განხორციელდა.

ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა სწრაფად გააძლიეროს სამხედრო მოქმედებები, თუ თეირანი მალე არ მოაწერს ხელს შეთანხმებას მიმდინარე კრიზისის დასასრულებლად.

„ხვალ მათ ძალიან ძლიერად დავბომბავთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა