ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი აშშ-ს - ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოსმოსური ძალების მეთაურის, სეიედ მაჯიდ მუსავის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჯოჯოხეთად აქციოს, თუ ჰორმუზის სრუტე დაუცველი გახდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თქვენ ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ მთელი ირანიდან“, - განაცხადა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები იყო.

























