უკრაინული მედია - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრონებით თავდასხმის შედეგად, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

„დრონების ნაწილები აფიპსკში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადეს კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქარხნის მახლობლად დრონებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა