პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელი - ეფექტიანი თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ყველა დაგეგმილ მიზანს მივაღწიეთ - მუშაობის შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას, საქმე გავაგრძელოთ

ეფექტიანი თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ყველა დაგეგმილ მიზანს. ჩვენი მუშაობის შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქმე შემდგომშიც გავაგრძელოთ, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა დამიან მაზურიმ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დამიან მაზურიმ ერთობლივად განხორციელებულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელისა და ყველა ოფიცრის სახელით და გვსურს, ღრმა მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ დაწესებულებისა და უწყების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომელიც ხორციელდებოდა ლოძის საოლქო პროკურატურის ზედამხედველობით და მიმართული იყო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ. გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას, ყველა ოფიცერსა და თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილზე ჩატარებულ ოპერაციაში.

ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ყველა დაგეგმილ მიზანს. ჩვენი მუშაობის შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქმე შემდგომშიც გავაგრძელოთ. გმადლობთ თქვენი პროფესიონალური მიდგომისთვის, ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის და უაღრესად ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბექა კვიციანმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა