დონალდ ტრამპი - ირანთან  შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანთან ომის შესახებ შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია.

„ახლახან მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას ირანთან ომის დასრულების შესახებ. ახლა დარჩენილია დოკუმენტების საბოლოო დამუშავება და, ვფიქრობ, ამას მომდევნო რამდენიმე დღეში დავასრულებთ. შესაძლოა, ხელი მოეწეროს, შესაძლოა, ევროპაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა რეგიონის ლიდერებს, მათ შორის სპარსეთის ყურის მოკავშირეებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„მთელი ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბედნიერია“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია, რომ ირანთან შეთანხმებას ამ შაბათ-კვირას მოაწერენ ხელს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ეს მალე მოხდება, შესაძლოა ამ შაბათ-კვირას“.

ამასთან, კითხვაზე, დაეთანხმა თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი შეთანხმებას, ტრამპმა უპასუხა: „გავიგე, რომ პასუხი დადებითია“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია „მხოლოდ სპეკულაციაა“ და რომ თეირანს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება რაიმე შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა