სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ კახა კოტორაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კახა კოტორაშვილი დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 11 ივნისს გამოაცხადა.

კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს არ ეთანხმება და საქმეს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ადვოკატმა.

კახა კოტორაშვილი 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა