ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურიდიულ და საერთაშორისო საკითხებში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ოფიციალურად ხელი პარასკევს შვეიცარიაში მოეწერება.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს შვეიცარიაში გაიმართება“, - განუცხადა ყაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო მედიას.

მან ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენი ვალდებულებები ძალაში პარასკევიდან შევა“.

ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ "ორი საკითხი ძალაში შევა დღეს“:

„1. ომის სამუდამოდ და დაუყოვნებლივ დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

2. საზღვაო ბლოკადის მოხსნა და დასრულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დააწესა“, - დასძინა მან.

ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი „არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევის პროდუქტია“, არამედ ირანის „სამხედრო მიღწევა“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ შეწყვეტს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, ასევე, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე. მთავარმა შუამავალმა პაკისტანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა