რუსებმა უკრაინას 611 დრონით და 70 რაკეტით შეუტიეს - უკრაინელებმა 632 სამიზნე გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 611 უპილოტო საფრენი აპარატით და 70 რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი დარტყმა კიევისკენ იყო მიმართული. რაკეტები ასევე გაისროლეს დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით.

წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 632 სამიზნე - 50 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 582 დრონი - მოიგერია.

ასევე წინასწარი ინფორმაციით, დილის 8:00 საათის მონაცემებით, 42 ლოკაციაზე 20 ბალისტიკური რაკეტის და 27 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 12 ლოკაციაზე ჩამოვარდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად