ნიკა გვარამია - არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან, მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო „იცავს“ ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? - ასეთი სიგიჟე გაუგონარია

გიორგი გედენიძე ჩემთვის „ფეისბუქზე“ მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ - არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „ასეთი სიგიჟე გაუგონარია“.

„მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის „ფეისბუქზე“ მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.

არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან. მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო „იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?

თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4-ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლ-შვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ....ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა. არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად