ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" მარატ კამბოლოვი დაინიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "მთავრობის მეთაურად" მარატ კამბოლოვი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.

კამბოლოვოს "მთავრობის მეთაურად" დანიშვნის განკარგულებას ოკუპირებული რეგიონის "პრეზიდენტმა", ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი.

მანამდე, კამბოლოვის კანდიდატურას ოკუპირებული რეგიონის "პარლამენტმა" დაუჭირა მხარი.

როგორც მედია ციტირებს, ახალმა "მთავრობის მეთაურმა" ოკუპირებული რეგიონის მთავარ გამოწვევად დემოგრაფიული ვითარება დაასახელა.

"ოცდაათი წლის წინ რესპუბლიკაში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ოფიციალურად - ორმოცდაათ ათასზე მეტი, რეალურად კი, როგორც ვიცით, ნაკლები [ცხოვრობს] . ერთი თაობის ცხოვრების განმავლობაში სამხრეთ ოსეთმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა. ჩვენთვის დღეს ეს მთავარი გამოწვევაა. ვინაიდან ეკონომიკა ხალხის გარეშე არ მუშაობს, სკოლები ბავშვების გარეშე არაა საჭირო, სოფლები მცხოვრებლების გარეშე ქრებიან", - განაცხადა კამბოლოვმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად