რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს წუხელ ხუთჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაზიანდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის შენობა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს: სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა.