„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატი - ბრალი წარედგინა 3 მუხლით: თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება - ბრალს არ აღიარებს

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთი პირს, ანზორ ჯამალაშვილს ბრალი წარედგინა. როგორც ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სუს-ში ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ანზორ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი წარედგინა 3 მუხლით. ერთი არის თაღლითობა, მეორე ფულის გათეთრება და მესამე ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება. ფაქტობრივად, მას ედავებიან, რომ შენ არც პირდაპირი კავშირი გქონდაო, არც შენი კომპანიები იყოო, მაგრამ დანარჩენი კომპანიები არის შენიო იმიტომ, რომ ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავდა მათო. ეს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ მქონდაო გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ტრაილერები და სატვირთო მანქანები ემსახურებოდნენ მათ მიერ ჯართის გადატანასო. ბრალს არ აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, 40 ტომზე მეტია საქმის მასალები, რომელსაც დაცვის მხარე გაეცნობა. მისივე განცხადებით, დაკავებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად