„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ტორიაშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია - ის ფერადი ლითონის ჩაბარებით იყო დაკავებული და ასევე, ტრაქტორის მძღოლი იყო

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ტორიაშვილის ადვოკატის გიორგი ლაღიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ფაქტი ერთია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. ის დუმილის უფლებას გამოიყენებს და შემდგომ უკვე ვნახავთ საქმეში რა მტკიცებულებები არსებობს, იმის მიხედვით გავაკეთებთ დამატებით შეფასებას. გარკვეული კითხვები არსებობდა ამ კუთხით, თუმცა როდესაც ადამიანს დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ვერც ვერაფერს ისაუბრებს. ბრალის წარდგენის დროს ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. ის ფერადი ლითონის ჩაბარებით იყო დაკავებული და ასევე, ტრაქტორის მძღოლი იყო. გუშინ დააკავეს ამ საქმის ფარგლებში და სანამ მე ჩავერთვებოდი, გამოკითხეს", - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად