„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატი - მას ედავებიან თაღლითობის 2 ეპიზოდს, ფულის გათეთრებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებას

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თაღლითობას, ფულის გათეთრებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წაუყენეს. გამოვიყენეთ დუმილის უფლება. გადმოგვეცა საქმის მასალები. აუცილებლად მივცემთ გამოძიებას ჩვენებას მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცნობით და ფაქტობრივ გარემოებებს შევაჯერებთ. ბრალის დადგენილებაში ძირითადად მოწმეთა ჩვენებებია, რომელსაც ბრალდება ემყარება. საქმის მასალებს ჯერ ვერ გავეცანი, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს მამხილებელი ჩვენებები. მას ედავებიან თაღლითობის 2 ეპიზოდს, ფულის გათეთრებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებას",-განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინა.

დაკავებული პირები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად