ირაკლი ზარქუა - ოპოზიციაში გიჟების დოღია, „ჩერგო“ ჩემი ფავორიტია, არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია, „სიდან“ ეს ამბიცია - ფანჩატური 3 თუ 4 არიან

ქართულ ოპოზიციაში აჯაფსანდალია - გიჟების დოღია და ვინ გაიმარჯვებს ამ გიჟების დოღში, ვნახოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “ოპოზიციური ალიანსის" აღზევება იმიტომ არ მოხდა, რომ “ფანჩატური” იყო.

“ქართულ ოპოზიციაში ჩვეულებრივად აჯაფსანდალია შექმნილი. მე უფრო თინა ბოკუჩავას საკითხი მაინტერესებს - ის მართლა თავმჯდომარეა თუ პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი?! ნანული ახლა დასასვენებლად არის და ჯერ არ სცალია. ცოტა ხანში პოლიტიკაში შემოვა. ნანული ამბობს, დიახ, შემომთავაზესო, ბოკუჩავა ამბობს, არ მჯერა ამ თემისო. ჩამოყალიბდებიან და ამის შემდეგ უფრო მოგვეცემა საშუალება, ღიად ვისაუბროთ.

სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ?! ქაოსი, არეულობა აქვთ. ფანჩატური 3 თუ 4 არიან, რა დავარქვა, აღარ ვიცი. რატომ არ შედგა ფანჩატურის აღზევება?! იმიტომ, რომ ფანჩატური იყო. მერე რა, რომ ახლა ოთახში სხედან, ისევ “ფანჩატური 3”-ია, იმიტომ რომ უცხოეთიდან ერთი დაკვეთა იყო და ვერ გათვალეს, რომ ქართველები სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და არ გავუტარებთ. ერთმანეთში ბელადობა აქვთ. მერე რა, რომ სააკაშვილი ჩამოწერეს, ის მაინც იბრძვის. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი მართალია, იმიტომ, რომ თუ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვინმეს შემორჩა, ალბათ, უფრო სააკაშვილის გზააბნეული მეხოტბეები არიან.

“ჩერგო” ჩემი ფავორიტია - არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია. იმხელა ამბიცია აქვთ, ამხელა დასაყრდენი, ზურგის სახით, საზოგადოებაში არ ჰყავს და “სიდან” ეს ამბიცია, ვერ გეტყვით. არ ვიცი, “ჩერგოა” და მიუშვით. გიჟების დოღია, მეტი არაფერი. ვინ გაიმარჯვებს ამ გიჟების დოღში, ვნახოთ. “გიჟები” “კაი” გაგებით ვამბობ, პოლიტიკურად გიჟები არიან,” - განაცხადა ზარქუამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად