პროკურატურამ შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ერთ პირს კი გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სანდოს” დირექტორმა ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მონაცემები არ გაითვალისწინა და მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით უნდა შედგენილიყო, საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, 2024 წლის ივნისში შეადგინა გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან და ადგილზე შექმნილ ვითარებასთან შეუსაბამო პროექტი. შეუსაბამო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორმა დადებითი შეფასება მისცა, რის შემდეგაც პროექტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სანდოს“ მიერ შედგენილი არ იყო საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები წარმართა შეუსაბამო პროექტის პირობებში, რაშიც არამიზნობრივად გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი 756 198 ლარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მძიმე შედეგის მიყენება გამოიწვია და წარმოქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სანდოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრმა ზემოქმედება განახორციელა მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე, რათა ამ უკანასკნელს გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად