თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე დაკავებულ ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-10 000 ლარის ოდენობით გირაოს.

ცნობისთვის, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 პირი, მათ შორის, ნიკა ქარელაშვილი დაიჭრა. ორი მათგანი, გიორგი ველიჯანაშვილი და კიდევ ერთი პირი, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილს, ის შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც მე-7 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 15 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად