მაკო გომური - 20 ივნისის საქმეზე გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს, ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება - არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, მაგრამ ყველამ და არა მხოლოდ ერთმა

“20 ივნისის საქმეზე” გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს - აი ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო, - წერს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური.

გომური აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა მისთვის მორალურად რთულია, რადგან მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავეს უნდა დაეკისროს და არა მხოლოდ ერთ პირს.

„“20 ივნისის საქმეზე” გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს. ზუსტად ვიცი, რომ სულ შემაწუხებს ამას თუ გავაკეთებ, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით რომ “ქოცების” სასამართლო არალეგიტიმურია, მაშინ ყველანაირად არალეგიტიმური უნდა იყოს. კიდევ უფრო ცუდია იმის გააზრება, რომ “ქოცებს” ხელებიდან ჭუჭყის ჩამობანაში ვეხმარები ამ ჩვენებით. არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ალბათ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი “20 ივნისის საქმეზე”, მაგრამ ყველა დამნაშავემ და არა მხოლოდ ერთმა დამნაშავემ. უბრალოდ აი ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო და ისედაც ჩემით განერვიულებულ ოჯახის წევრებს ამ სადარდებელს ვეღარ დავუმატებ. (გულწრფელად, ერთი ეგ დაბრკოლება მაქვს, რომ არ მივიდე ). არ ვიცი, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს იქ მისვლით და აჰა, გაგიზიარებთ თქვენც. ნეტა, როდის მოგვშორდება ეს ბოროტება ქვეყნიდან. ასე, რომ „ვიშ მი ლაქ გაიზ“, თუ თავში რამე გადამიტრიალდა და დამიჭირეს, აქციები არ გამართოთ ჩემ გამო“,- დაწერა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში.

მაკო გომური 2019 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაშავდა, მან თვალი დაკარგა. აღნიშნულ პერიოდში შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად