დონალდ ტრამპი - სანქციები არასდროს მისცემს ირანს აღდგენის შესაძლებლობას, სიღატაკეში იქნებიან, 91 მილიონი ადამიანი იშიმშილებს - როდესაც კარგად მოიქცევიან, მათ გავაუქმებთ

ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოვხსნით თუ კარგად მოიქცევიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სანქციები გვაქვს, რომლებიც არასდროს არ მისცემს მათ აღდგენის შესაძლებლობას. ფული არ ექნებათ. სიღატაკეში იქნებიან. მაშინ 91 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. ასე რომ, რაღაც მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ კარგად დაიწყებენ მოქცევას”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, “როდესაც კარგად მოიქცევიან, მათ [სანქციებს] გავაუქმებთ, მოგვიწევს”.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ასეთი მიდგომა სერიოზულ სირთულეებს გამოიწვევდა ეკონომიკისთვის.

“რასაც არ მინდა მოვესწრო - ეკონომიკური კატასტროფაა. ასე თუ გააგრძელებთ მოქმედებას, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს”, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს კვირებისა და წლების განმავლობაში შეუძლია ირანის დაბომბვების გაგრძელება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად