ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა - დროა, ომი დასრულდეს

მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმებზე და ჩვენი მეომრების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი შედეგია იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა“.

„დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას“, - აცხადებს ზელენსკი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა